შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში 00:18 რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს .

შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართვა ბოდიშის მოხდით დაიწყო, მან განაცხადა,რომ არამხოლოდ საკუთარი, არამედ სამინისტროს სახელით უხდის ბოდიშს ყველას, თუ მათ უსაფრთხოებას საფრხე შეუქმნეს. გახარია გულისხმობდა პარასკევის ღამეს, როდესაც კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაცია ჩატარდა.

გახარიამ ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც სიტყვით გამოსვლის წინ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “ბოდიში, ბოდიში”.

“მოდით მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში, თუმცა მე ვიხდი ბოდიშს არამხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას, საფრთხე შუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა”.

გახარიამ ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ბოდიში მოეხადათ იმ ფორმიანებისთვს (პოლიციელებისთვის), რომლებიც სხვა ადამიანების უსაფრთხოებას იცავდნენ. გახარიას ამ მოწოდებას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. წერს ნეტგაზეთი ნეტგაზეთი

მინისტრმა სთხოვა აქციის მონაწილეებს დაემორჩილებინათ სამართალდამცველების მითითებებს და დაეტოვებინათ პარლამენტის ტერიტორია. 
ორშაბათს დილის 10 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის აქციის ლიდერებთან გაიაროს 12 მაისის მოვლენები და მიიღონ გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ იქნებოდა შესრულებული გახარიამ განაცხადა რომ მათ შესაძლებლობა აქვთ ისევ შეიკრიფონ რუსტაველზე და ისევ გამოხატონ პროტესტი.

Print