პოლიტიკა
ნავერიანი მიიჩნევს, რომ კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად არ დარღვეულა
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ 12 მაის, პარასკევს, ღამის კლუბ „ბასიანის“ და „გალერის“ სპეცოპერაციის ჩატარებისას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით მნიშვნელოვანი დარღვევა არ მომხდარა.

„ არანაირად არ ყოფილა ადამიანის უფლებების დარღვევა . შეიძლება გადაცდომები იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამიზნულად არ ყოფილა. ზოგადად ნარკორეალიზატორებს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ქვეყანაში უნდა აღვკვეთოთ ეს თემა. ადამიანების უფლებების დარღვევა ეს შეიძლება იყო, შეიძლება არა. ეს უკვე დღევანდელი და შემდგომი შეხვედრებიდან გამოაშკარავდება,ამის მერე კომენტარის გაკეთება უფრო შესაძლებელი იქნება.“-განაცხადა თამაზ ნავერიანმა"


დეპუტატმა, 13 მაისს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი,“ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის  მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა და ბოდიშის მოხდა დადებითად მიიჩნია  და ეს ფაქტი ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების საშულაებად შეაფასა.

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრე კი ნავერიანი ნაწილობრივ არის.

„მე მაქვს რიგი კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით და ამის მერე შევძლებ კომენტარის გაკეთებას“

რამდენიმე ათასი ადამიანი თბილისის ქუჩებში 12 მაისიდან აპროტესტებს ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები, ძირითადად, ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებას და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
17:10 / 18.10.2018



17:10 / 18.10.2018



დღეს მარნეულში პროექტ „დავასუფავოთ საქართველოს“ ფარგლებში ქობულეთის
ქუჩაზე მდებარე არალეგალურ ნაგავსაყრელზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
17:10 / 17.10.2018
დღეს მარნეულში პროექტ „დავასუფავოთ საქართველოს“ ფარგლებში ქობულეთის ქუჩაზე მდებარე არალეგალურ ნაგავსაყრელზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
დღეს მარნეულში პროექტ „დავასუფავოთ საქართველოს“ ფარგლებში ქობულეთის
ქუჩაზე მდებარე არალეგალურ ნაგავსაყრელზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
17:10 / 17.10.2018
დღეს მარნეულში პროექტ „დავასუფავოთ საქართველოს“ ფარგლებში ქობულეთის ქუჩაზე მდებარე არალეგალურ ნაგავსაყრელზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მარნეულის მერიამ საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ ერთხელ დაარღვია. 3 ოქტომბერს რადიო
„მარნეულის“ ჟურნალისტმა
16:26 / 17.10.2018
მარნეულის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ ერთხელ დაარღვია. 3 ოქტომბერს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა
მარნეულის მერიამ საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ ერთხელ დაარღვია. 3 ოქტომბერს რადიო
„მარნეულის“ ჟურნალისტმა
16:26 / 17.10.2018
მარნეულის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ ერთხელ დაარღვია. 3 ოქტომბერს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით