აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ რამიზ ჰასანოვი დაინიშნა
აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი საქართველოში რამიზ ჰასანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს პოსტზე დაინიშნა .

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და პატენტების სახელმწიფო კომიტეტის გაუქმებული სტრუქტურის ხემძღვანელი რამიზ ჰასანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ საკუთარ სანდო წყაროებზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს.

როგორც haqqin.az წერს საგარეო საქმეთა მინისტრს  ხუთი მოადგილე ჰყავს. შეცვალა თუ არა რამის ჰასანოვმა 5 მოადგილედან რომელიმე ან დაემატა მეექვსე მოადგილედ, უცნობია.

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და პატენტების სახელმწიფო კომიტეტი პრეზიდენტის ბრძანებით 2018 წლის 20 აპრილს გაუქმდა.

რამიზ ჰასანოვი 2003-2005 წლებში იყო  საგანგებო და სრულუფლებიანი აზერბაიჯანის ელჩი საქართელოში.
2005 წლიდან ხელმძღვანელობდა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და პატენტების სახელმწიფო  კომიტეტს.

დაიბადა საქართველოში, მარნეულში 1961 წელს. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1990 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამჟამად მისი ძმა დურსუნ ჰასანოვი საგანგებო და სრულუფლებიანი აზერბაიჯანის ელჩი საქართველოშია.

Print