სიახლე
„გენდერული თანასწორობის საბჭოების სამოქმედო გეგმები აუცილებლად უნდა იყოს ბიუჯეტზე მიბმული“ – NDI-ს წარმომადგენელი
„გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები" ამ თემასთან დაკავშირებით 15 მაისს პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ძირითად მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოებისათვის ცენტრალური ხელისუფლების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა, რის შესახებაც ეროვნულ დემომოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი თეონა ყუფუნია გვესაუბრა.
„გვინდოდა რომ ადგილობრივ დონეზე შექმნილი საბჭოებისთვის ერთგვარი გზამკვლევივით გაგვეკეებინა, თუ რა ხდება ეროვნულ დონეზე, რა უნდა ხდებოდეს ადგილობრივ დონეზე და როგორი კოორდინაცია უნდა არსებობდეს ადგილობრივ და ეროვნულ მექანიზმებს შორის“ - თეონა ყუფუნია
კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილების შესახებ არამარტო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ რამდენიმე თვითმმართველობის ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს. როგორც თეონა ყუფუნიამ ჩვენთან საუბრისას თქვა, კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოების ჩამოყალიბება მაქსიმალურად უნდა იყოს დაფუძნებული კონსულტაციებზე და მასში მონაწილეობა არამარტო საკრებულომ არამედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ. NDI-ს საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი გენდერული თანასწორობის საბჭოების სამოქმედო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.
„ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების სამოქმედო გეგმები აუცილებლად უნდა იყოს ბიუჯეტზე მიბმული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ღონისძიებები რაც სამოქმედო გეგმაში ჩაიწერება არ შეიძლება იყოს უბრალოდ ჩაწერილი, ის უნდა იყოს შესაბამისი ბიუჯეტით და ფინანსებით მხარდაჭერილი და ბიუჯეტი ამას უნდა ითვალისწინებდეს.“ - თეონა ყუფუნია
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერულ საკითხებში. გენდერის სპეციალისტისა და მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ნონა სამხარაძის თქმით, კონფერენციაზე მარნეულის საკითხი რამდენჯერმე გაჟღერდა.
„რამდენჯერმე მარნეულზე გაჟღერდა ის, რომ ძალიან ცუდია, რომ საკრებულოს არცერთი წევრი არაა ქალი და მარნეულს ბევრი აქვს გასაკეთებელი, იმისათვის რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით იყოს დაცული ჩართულობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების და ასე შემდეგ.“ - ნონა სამხარაძე
ნონა სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მარნეულის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბრისას მათ თქვეს, რომ გარკვეულ ინიციატივებს მარნეულშიც გააჟღერებენ.
„პირველი რეკომენდაცია რაც მივეცი ჩვენს მერს არის ის, რომ დანიშნოს ქალი რწმუნებული, რომელიმე თემში მაინც და ეს თუ იქნება აზერბაიჯანელი ქალი რწმუნებული ძალიან კარგად იმუშავებს კულტულური სტერეოტიპების დამსხვრევაში, მენტალურ ცვლილებაში და სხვა ქალებსაც გაააქტიურებს.“ - ნონა სამხარაძე
გენდერის სპეციალისტმა და მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია ყველას მხრიდან იყოს გარკვეული სახის ზეწოლა, რათა მარნეულში ამ მიმართულებით ცვლილებები განვითარდეს.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.
რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის
სამართლის კოდექსის 18/323-ე
15:13 / 14.08.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე

საქსტატის ცნობით, 2018 წლის II
კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე
შემოვიდა.
15:07 / 14.08.2018
საქსტატის ცნობით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
წერეთელში ფაროსანა დაფიქსირდა. როგორ ჩვენთან საუბარში გარემოს
დაცვის და სოფლის მეურნეობის
17:28 / 10.08.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფაროსანა დაფიქსირდა. როგორ ჩვენთან საუბარში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის

პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები