საკრებულოს სხდომის 41% პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პროტესტის ნიშნად გააცდინა
მარნეულის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ჩვიდმეტი სხდომიდან პარტია „ევროპული საქართველო“ შვიდს არ დაესწრო, რაც სხდომათა 41%-ს შეადგენს.
პარტიის ლიდერმა
და „ევორპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულისგან“ გაიგო რომ 41% დაუსწრებლობა აქვს დაფიქსირებული, მან ეს ინფორმაცია ჯერ უარყო, შემდეგ კი აღიარა რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, რადგან სხდომები როგორც თავად ამბობს „უაზრო“ საკითხებს ეხება.
„ახლავე აგიხსნით, ამ ბოლო 7 სხდომაზე რომელსაც ჩვენ არ ვესწრებოდით ძირითადათ საუბარი იყო შინაარსობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით. რელიგიური ხარჯების გადატანა, სახელების გადარქმევა, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება რა თქმა უნდა. უბრალოდ ქართული ოცნების წევრები ესე მუშაობენ. ჯერ იღებენ გადაწყვეტილებებს, მერე ხვდებიან რომ არასწორად მიიღეს და ცვლილებები შეაქვთ.“ - ამბობს იმამკულიევი
რადიო „მარნეულის“ კითხვაზე თუ რატომ არ აფიქსირებს იმამკულიევი და მისი გუნდი მათ დამოკიდებულებას საკითხებისადმი რომლებიც საკრებულოს სხდომებზე განიხილება და იციან თუ არა პარტიის მხარდამჭერებმა სხდომების გაცდენების შესახებ, მან ასე გვიპასუხა:
„ჩვენ საკრებულოს სხდომებზე არ მისვლით ვაფიქსირებთ ჩვენ პროტესტს. ინიციატივაც დავაფიქსირეთ, ზუგდიდის საკრებულოსავით რომ ვიმუშაოთ და დაკრძალვების საკითხი მაინც განვიხილოთ.“
რა უშლის ხელს „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარეს რომ საკრებულოში განსახილველად საკითხი შეიტანოს? აღმოჩნდა რომ ამისთვის მას მუნიციპალიტეტში გამაოყოფილ ოთახში კომპიუტერი უნდა ჰქონდეს, რომელიც შიდა ქსელში იქნება შეერთებული. ელექტრონული მიმოწერა, წერილების გადამისამართება 6 თვის განმავლობაში არ ხორციელდება.
„ ვერ ვამზადებთ საბუთებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შევიტანოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი კომპიუტერი უბრალოდ ჩვენ პირად კომპიუტერებზე არ აყენებენ ამ პროგრამას“ ამბობს იმამკულიევი
ნახევარწლიანი ლოდინის შმდეგ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გაირკვა, რომ 28 მაისს პარტია „ევროპული საქართველო“ საკრებულოსა და მერიის სახელზე არა ელექტრონულ, არამედ ქაღალდზე დაწერილი წერილის ჩაბარებას აპირებს, როგორც იმამკულიევმა აღნიშნა „როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები“. წერილის შინაარსი კი ნახევარი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა იქნება.
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები