იმამკულიევის თქმით, მას საკრებულოს შიდა ქსელთან წვდომა არ აქვს, საკრებულოს აპარატი კი მის განცხადებას უარყოფს
დაახლოებით ექვსი თვეა, რაც მარნეულის მეექვსე მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა. საკრებულოში სულ სამი პარტია ქართული ოცნება, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობაა. ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს და საკრებულოს წევრ ახმედ იმამკულიევს საკრებულოს სხდომების გაცდენის 41% აქვს. როდესაც ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რატომ არ ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს სხდომებს, იმამკულიევმა გვიპასუხა, რომ საკრებულოს სხდომები უაზროა, ხოლო ჩენს კითხვაზე, თუ რატომ არ შეაქვს თავად საკითხი განსახილველად მან შემდეგნაირად გვიპასუხა:



ახმედ იმამკულიევმა ისიც აღნიშნა, რომ კომპიუტერი საკრებულოს შიდა ქსელში ჩასართავად სჭირდება, რათა დეპუტატებთან და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან ოფიციალური მიმოწერა დაამყაროს.
როგრც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, საკრებულოში კომპიუტერების რაოდენობა მართლაც ცოტაა.



ნინო ბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპიუტერების სიმცირის მიუხედავად, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს შიდა ქსელში ჩართვის საშუალება მაინც აქვს, ახალი მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების დღიდან იმამკულიევი ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში ჩართულია, მას მერთან და განათლების სამინისტროსთანაც აქვს წერილები გაგზავნილი და პასუხებიც მიიღო. ნინო ბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს აპარატში ოთხი კომპიუტერია განთავსებული და საკრებულოს ნებისმიერ წევრს შეუძლია მათი გამოყენება, იმამკულიევის სურვილის შემთხვევაში კი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის ჩაწერა მის პერსონალურ კომპიუტერზეცაა შესაძლებელი.
რაც შეეხება მარნეულის საკრებულოსათვის კომპიუტერების შეძენას, რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა მარნეულის მერისს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვუგარ მამედოვს რომელმაც ჩვენთან საუბრიას აღნიშნა, რომ კომპიუტერების შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი უკვე შემდგარია და მუნიციპალიტეტი კომპიუტერების მიღებას დღე-დღეზე ელოდება.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები