"იქნება ლამაზად და ევროპული დონისკენ მივდივართ ნელ-ნელა"- თემურ აბაზოვი
მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს სპეციალურ ფორმებს ჩააცმევენ .

ამის შესახებ აბაზოვმა მარნეულის ტელევიზიის გადაცემაში მონაწილეობისას განაცხადა.

ფორმებს ასევე მერიის იმ თანამშრომლებსაც ჩააცმევენ რომელთაც მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი უწევთ.

„ ეს იქნება ქალაქის იერსახე: შეძენილი მანქანები, გადაცმული მძღოლები, ავტობუსების გაჩერებები. ვფიქრობ, რომ იქნება ლამაზად და ევროპული დონისკენ მივდივართ ნელ-ნელა და გვინდა, რომ ეს სილამაზე ყველასათვის იყოს თვალსაჩინო და დასაფასებელი.“ - განაცხადა მარნეულის მერმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები