მარნეულის მერმა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს შენიშვნა მისცა
მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრ ნონა სამხარაძეს შენიშვნა მისცა .
როგორც აღმოჩნდა მარნეულის მერს არ მოეწონა, რომ ნონა სამხარაძე არასამთავერობო სეტორის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ რეკომენდაციებზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქედო გეგმაში შესატან საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარ აზრს აფიქსირებდა.



ნონა სამხარაძემ მერის მიერ კომენტარის გაკეთების შემდეგ მას შეახსენა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მერისაგან განსხვავებით, თავად იყო, მაგრამ ამავდროულად აღნიშნა, რომ ის მიესალმება მერის დასწრებას გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომებზე.
სხდომის დასრულებისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ია ესებუამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერსაც სურდა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრობა, ხოლო როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა საბჭოში შესვლა მისი წევრების მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ყოლის გამოც სურდა.
ნონა სამხარაძემ ჩვენთან სუბრისას თქვა, რომ მერის ჩართულობას საბჭოს ფუნქციონირებაში დადებითად აფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის როგორც თანასწორუფლებიანი წევრი იქნება და არა მერის სტატუსით გამაკონტროლებელი.
აღსანიშნავია, რომ ნონა სამხარაძე მარნეულის გენდერრული თანასწორობის საბჭოში არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციითაა შესული.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები