პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კვირიკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს
პარლამენტის წინ აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოჩნდა . მას აქციის წინ სიტყვით გამოსვლის სურვილი ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეების მხრდიან ამ ფაქტს შეძახილები მოჰყვა და მას მოუწოდებდნენ წასულიყო. ძახილით "წადი, წადი!"

როგორც "ნეტგზეთის" ფეიბუქის პირდაპირ ეთერში ჩანს, აქციის მონაწილეებმა პრემიერ მინისტრის მიმართულებით გაურკვეველი ნივთების სროლა დაიწყეს. აქციის მონაწილეები პრემიერისაკენ დაიძრნენ. ვითარების დაძაბვის გამო კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხა და აქციის ტერიტორია დატოვა.



Print