აფხაზეთის ომში დაღუპული იური ნადირაძის დედისათვის საცხოვრებელი სახლის აშენებას ითხოვენ
დღეს, 8 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომზე განსახილველად გამოტანილ საკითხებს შორის იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთობლივი განცხადება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთობლივ განცხადებაში ისინი ითხოვენ გაეწიოს დახმარება აფხაზეთში დაღუპული იური ნადირაძის მარტოხელა დედას და აუშენდეს 2 ოთახიანი სახლი და ასევე ითხოვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა საცხოვრებელ სახლებზე გაკეთდეს მემორიალური დაფები შესაბამისი წარწერებით.

აღნიშნული საკითხის მომსენებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რომან ტაბატაძე იყო, მისი თქმით აღნიშნული საკითხი არაა სოციალური პროექტი და სხვა მსურველები ვერ მოითხოვენ რაიმეს აშენებას, არამედ ეს არის ერთჯერადი დახმარება იმ ადამიანისათვის რომელმაც გაზარდა სამშობლოსათვის დაღუპული შვილი.

რომან ტაბატაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოჩნდა არქიტექტორი რომელიც აღნიშნული საცხოვრებლის პროექტს უფასოდ გააკეთებს.
საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას სპეციალური კმისია რომელიც განიხილავს აღნიშნულ საკითხს, საკრებულო კი თხოვნით მიმართავს მერიას რათა ომში დაღუპული მარნეულელის დედას დახმარება გაუწიონ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები