მოქალაქე, რომელმაც თემურ აბაზოვის ოჯახის წევრებს შეაგინა პოლიციაში გადაიყვანეს
გუშინ, 11 ივნისს, სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე გამოქვეყნდა მარნეულელი მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის ვიდეო, სადაც მან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ აბაზოვის ოჯახს შეაგინა. 

ვიდეოს გუშინვე დიდი ნახვა და საკმაოდ ბევრი გაზიარებაც ჰქონდა, თუმცა დღეს ვიდეო წაშლილია.  გუშინე გავრცელდა მეორეე ვიდეო , სადაც მარნეულელ  მოქალაქეს,  მსგავსი ქმედებისთვის ბოდიში მოახდევინეს. 

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ელჩინ ალახვერდიევი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმოფება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ალახვერდიევი განყოფილებაში ერთ-ერთ საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რომელზე ამას ჯერ არ გვიდასტურებენ. 

რადიო "მარნეული" მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად მოგაწვდით სიახლეებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები