სიახლე
აზერ სულეიმანოვი მარნეულელი მოქალაქის ცემაშია ბრალდებული
საქართველოს პროკურატურის ცნობით, მარნეულელი მოქალაქის ცემაში საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვია ბრალდებნული.
ასევე, მოქალაქის ცემაში ბრალდებულია მარნეულის დეპუტატი რამინ ალახვერდიევი და მარნეულის მერის ნათესავი ე. გ.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

ამავე საქმეზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვია დაკავებული, მას არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალად.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა.

რაგიმ ასკეროვმა ელჩინ ალახვერდიევს შეხვედრა "ენმ"-ს მარნეულის ოფისში სთხოვა, სადადაც ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

"აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." - წერია პროკურატურის განცხადებაში

რადიო "მარნეუი"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულში მცხოვრები ზეინალოვების ოჯახი კვლავ მერიის დახმარების
მოლოდინშია. მათ საცხოვრებელი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს.
16:51 / 20.06.2018
მარნეულში მცხოვრები ზეინალოვების ოჯახი კვლავ მერიის დახმარების მოლოდინშია. მათ საცხოვრებელი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე რადიო „მარნეულთან“
თანამშრომლობისა და კომენტარის მიცემისათვის მზადაა, თუმცა
15:41 / 20.06.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე რადიო „მარნეულთან“ თანამშრომლობისა და კომენტარის მიცემისათვის მზადაა, თუმცა

2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა
არის დაგეგმილი,
15:25 / 20.06.2018
2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი,
მარნეულის მასშტაბით მეთერთმეტე კლასელთა 80%-მა საატესტატო გამოცდა
ჩააბარა, ხოლო 20% ჩაიჭრა.
15:14 / 20.06.2018
მარნეულის მასშტაბით მეთერთმეტე კლასელთა 80%-მა საატესტატო გამოცდა ჩააბარა, ხოლო 20% ჩაიჭრა.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით