თემურ აბაზოვი - "ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონს დავემორჩილები. გამორიცხულია ჩემი გაქცევა."
შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, პოლიციის აკადემია დავამთავრე, კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია, - ამის შესახებ მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

აბაზოვი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. მისი თქმით, იგი კანონმომრჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.

„კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში აზერბაიჯანში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორი სად იყო და ვითხოვე, ამიხსენით მეთქი და არ მივმალულვარ. ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალე, რომ 12:00 საათზე პროკურატურაში ვყოფილიყავი. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონს დავემორჩილები. გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ. ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯრიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“
, - აღნიშნა თეიმურაზ აბაზოვმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.





წყარო: IPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები