ზაურ ტაბატაძე რადიო "მარნეულს" მხოლოდ წერილობით კომენტარს მისცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე რადიო „მარნეულთან“ თანამშრომლობისა და კომენტარის მიცემისათვის მზადაა, თუმცა მხოლოდ წერილობითი სახით.

20 ივნისს ჩვენ შევეცადეთ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე მდებარე გარემოვაჭრეების საკითხთან დაკავშირებით ჩაგვეწერა.

ვინაიდან მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე განლაგებული გარემოვაჭრეების სხვა ადგილზე გადაყვანა მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ინიციატივა იყო დავინტერესდით გაიზიარებდა თუ არა ზაურ ტაბატაძეც მის ხედვას, მაგრამ მერის მოვალეობის შემსრულებელმა, როგორც ყოველთვის, წერილობითი მიმართვა გვთხოვა და გვითხრა, რომ რადიო მარნეულს კომენტარს მომავალშიც მხოლოდ ამ ფორმით მისცემს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები