თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის
საშუალება სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მცხოვრებ თურქეთის
მოქალაქეებსაც ჰქონდათ. აღნიშნულისთვის თბილისსა და ბათუმში ორი
საარჩევნო უბანი იყო გახსნილი
.
თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების
მიხედვით, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ
მხარი “რესპუბლიკურ პარტიასა” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, მუჰარემ
ინჯეს დაუჭირა.
შედეგები ასე ნაწილდება:
მუჰარემ ინჯე(რესპუბლიკური პარტია) – 49.32%
რეჯეფ თაიფ ერდოღანი(სამართლიანობის და განვითარების პარტია) –
36.22%
მერალ აქშენერი(კარგი პარტია) – 8.67%
სელაჰათინ დემირთაში(ხალხთა დემოკრატიული პარტია) – 5.27%
“რესპუბლიკური პარტია” – 37.24%
“სამართლიანობისა და განვითარების პარტია” – 28.74%
“კარგი პარტია” – 11.9%
“ხალხთა დემოკრატიული პარტია” – 11.56%
“ნაციონალისტური მოძრაობის პარტია” – 7.65%
სხვა პარტიები – 2.91%
თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით,
ერდოღანმა პირველ ტურში ხმათა 52.38% მიიღო. მისმა მთავარმა
კონკურენტმა მუჰარემ ინჯემ 30.79% დააგროვა, “ხალხთა დემოკრატიული
პარტიის” კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა – 8.32%, ხოლო “კარგი
პარტიის” მერალ აქშენერმა – 7.42%
წყარო:
ნეტგაზეთი