საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსაც ჰქონდათ. აღნიშნულისთვის თბილისსა და ბათუმში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი
.

თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი “რესპუბლიკურ პარტიასა” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, მუჰარემ ინჯეს დაუჭირა.

შედეგები ასე ნაწილდება:

მუჰარემ ინჯე(რესპუბლიკური პარტია) – 49.32%
რეჯეფ თაიფ ერდოღანი(სამართლიანობის და განვითარების პარტია) – 36.22%

მერალ აქშენერი(კარგი პარტია) – 8.67%

სელაჰათინ დემირთაში(ხალხთა დემოკრატიული პარტია) – 5.27%



“რესპუბლიკური პარტია” – 37.24%

“სამართლიანობისა და განვითარების პარტია” – 28.74%

“კარგი პარტია” – 11.9%

“ხალხთა დემოკრატიული პარტია” – 11.56%

“ნაციონალისტური მოძრაობის პარტია” – 7.65%

სხვა პარტიები – 2.91%

თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ერდოღანმა პირველ ტურში ხმათა 52.38% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა მუჰარემ ინჯემ 30.79% დააგროვა, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა – 8.32%, ხოლო “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა – 7.42%


წყარო: ნეტგაზეთი


Print