სოზარ სუბარი განახლებულ მინისტრთა კაბინეტში არ იქნება
საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბაარი აცხადებს, რომ მინისტრთა განახლებულ კაბინეტში არ იქნება . სუბარი ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფს მისი კანდიდატურის პრეზიდენტობის კანდიდატად განხილვასაც.

რაც შეეხება მინისტრის სამომავლო გეგმებს, სუბარი აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც მთავრობაში იგეგმება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე. განსახლების საკითხები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის საკითხები – შსს–ში, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.







წყარო:ნეტგაზეთი
Print