სიახლე
მარნეულის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონდარღვევას ტექნიკური ხარვეზით ამართლებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია. მარნეულის მუნიციპალიტეტს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ წერილის ადმინისტრაციაში ჩაბარებიდან უკვე 11 დღე გავიდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა თუ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა მოითხოვს სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებასა და სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას, რა შემთხვევაშიც საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რომ 10 დღიანი ვადის გამოყნების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს, ამ შემთხვევაში კი რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რადიო „მერნეულს“ წერილი, არც საჯარო ინფორმაციის პასუხისა და არც 10 დღიანი ვადის გამოყენების შესახებ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი წერილის მიხედვით, რომელიც ჩვენ მერიას გავუგზავნეთ, ვითხოვდით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიშებს. ამ ანგარიშების პრეზენტაცია კი მერიაში ჯერ კიდევ თემურ აბაზოვის მერობისას, 5 ივნისს გაიმართა, საედანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარნეულის მერიამ ჩვენთვის ანგარიშების მოწოდება განძრახ დააგვიანა ან მათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესახებ არაფერი იციან.

აღნიშნულ წერილებზე პასუხი რადიო „მარნეულს“ ჯერ კიდევ 19 ივნისს უნდა მიეღო, მაგრამ მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები მერიაში ინტერნეტ პროვაიდერის შეცვლის გამო ვერ დარეგისტრირდა, რის შემდეგაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილები მერიის ადმინისტრაციაში ჩავაბარეთ.

გუშინ, 2 ივლისს ჩვენ დავუკავშირდით მარნეულის მერიიის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა განყოფილების უფროსს მაკა დარბაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მერია საჯარო ინფორმაციაზე პასუხს დროულად ვერ გასცემს, რადგან მერიის შიდა სისტემა ხარვეზით მუშაობდა.

რადიო „მარნეული“



მარნეულის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it არ მუშაობს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა.

ნინო დეკანოიძემ ასევე გვითხრა, რომ მარნეულის მერიაში ინტერნეტ პროვაიდერი იცვლება, ამ დრომდე მერიას ინტერნეტით „სილქნეტი“ ამარაგებდა, ხოლო ამიერიდან ამ ფუნქციას „მაგთი“ შეასრულებს, რის გამოც ელექტრონული ფოსტის გათიშვა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტის გათიშვა ხდება სერვერიდან, ხოლო სერვერი ინტერნეტპროვაიდერზე მიბმული არაა. ამის გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია თუ რატომ გახდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის გათიშვა საჭირო.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მარნეულის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები არ რეგისტრირდება, ამის შესახებ კი რადიო „მარნეულმა“ დღეს, 19 ივნისს გაიგო, როდესაც ჩვენ მერიაში ჩვენს მიერ, მერიისადმი მიწერილი წერილის შესახებ ვიკითხეთ, რომლის მიხედვითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიშების გამოთხოვას ვითხოვდით.

რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას ოფიციალური წერილით 6 ივნისს მიმართა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მერიას 10 სამუშაო დღიანი ვადა ჰქონდა პასუხის გასაცემად, ჩვენს წერილზე პასუხი სწორედ დღეს მოვიკითხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დღეს პასუხს ვერ მივიღებთ.

წერილის შეტანა კანცელარიაში ხელმეორედ მოგვიწევს, ხოლო ინფორმაციას, რომლის მოწოდებასაც ჩვენ ამ და კიდევ 2 წერილიდან ვითხოვდით სავარაუდოდ მომდევნო 10 დღის განმავლობაში მივიღებთ.

მარნეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ჩვენ ასევე გვითხრა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი დოკუმენტი არაა ოფიციალური და ოფიციალურ წერილად მხოლოდ კანცელარიაში შეტანილი წერილი ითვლება. ელექტრონული ფოსტის გამოყენება კი ერთგვარი დამატებითი სერვისია მოსახლეობის დახმარებისათვის. მაგრამ საქართველოს კანონმდებლობაც და ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული პრაქტიკაც ელექტრონული ფოსტის საშვალებით მიწერილ წერილსაც ოფიციალურ წერილად აღიარებს, მაგალითისათვის რომ ავიღოთ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საქართველოს პარლამენტს ელექტრონულ ფოსტაზე მიწეროს და გამოითხოვოს ოფიციალური ინფორმაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო
გახდეს
11:38 / 19.02.2019
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად
შეარჩიეთ
09:51 / 19.02.2019
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად შეარჩიეთ
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას
თქმით, საქართველოში
14:23 / 18.02.2019
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების
გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას
ეხმაურება
14:04 / 18.02.2019
მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება
მთავრობამ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში
დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, დავის უკანონოდ
გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის
12:46 / 18.02.2019
მთავრობამ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის
ვიდეო სიახლეები