აზერბაიჯანში ქალაქ განჯას აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს ესროლეს
აზერბაიჯანში ქალაქ განჯას აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს ელმარ ვალიევს თავს დაესხნენ .

თავდამსხმელი ცეცხსასროლი იარაღიდან ვალიევს განჯის ცენტრში, უნივერმარგთან ესროლა. სროლის შედეგად ელმარ ვალიევის პირადი მცვლელი დაიღუპა.

თავად ქალაქის ხელმძღვანელმა ჭრილობა მიიღო და განჯის ცენტრალურ სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს ვალიევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მის მდგომარეობის შესახებ სავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
მიღებული ინფრომაციით თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები