2017 წელს მარნეულის მერიაში 109 ადამიანი დასაქმდა
რადიო „მარნეულის“ მიერ მარნეულის
მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესაბამისად 2017 წელს
გამგეობა/მერიაში მუშაობა 109 ადამიანმა დაიწყო.
2017 წლის განმავლობაში მარნეულის მერიაში თანამშრომლების მისაღებად
ღია კონკურსი სამჯერ ხოლო გამარტივებული კონკურსი ორჯერ
გამოცხადდა.
2017 წლის 5 მაისიდან გამგებლის ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის
97 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადაა კონკურსი. განცხადებების მიღების
ეტაპზე მერიაში 561 განაცხადი შევიდა, საედანაც პირველი, განაცხადების
შერჩევის ეტაპი, 396-მა განაცხადმა გაიარა.
კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირების ფორმით ჩატარდა, რომელიც 192-მა
განმცხადებელმა გადალახა, რომლებმაც მერიაში გასაუბრება გაიარეს, რის
საფუძველზეც სპეციალურმა კომისიამ 44 პოზიციაზე ახალი თანამშრომლები
დანიშნა, ხოლო 53 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ჩაშლილად იქნა
გამოცხადებული.
2017 წლის 13 ივლისიდან მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კიდევ ერთი ღია
კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტარციული
სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის
33 ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურის ეტაპებად მუნიციპალიტეტმა
განაცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება
განისაზღვრა.
კონკურსის პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 119 განაცხადი შევიდა,
საედანაც 115 მეორე ეტაპზე გადავიდა. ზეპირი დავალებების შედეგად
საკონკურსო კომისიამ 32 ვაკანტურ ადგილზე ახალი თანამშრომლები
აიყვანა, ხოლო 1 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
2017 წლის 8 აგვისტოდან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18
ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა აღნიშნულ კონკურსზე სულ
მერიაში 395 განაცხადი შევიდა, რომელთაგან 305 ზეპირი დავალების
ეტაპზე გადავიდა, ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგად
საკონკურსო კომისიის მიერ დადებითად შეფასდა 14 განაცადი, ხოლო 4
პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
2017 წლის 17 აგვისტოდან გამგეობაში გამოცხადდა გამარტივებული
კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11 ვაკანტურ პოზიციაზე.
კონკურსის ეტაპებად განისაზღვრა განაცხადების გადარჩევა და
გასაუბრება. აღნიშნულ კონკურსზე სულ გამგეობაში 146 განაცხადი შევიდა,
რომელთაგან 18 გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, რის შედეგადაც
დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადებითად შეფასდა 8 განაცადი, ხოლო
3 პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
2017 წლის 20 დეკემბრიდან მერიაში გამოცხადდა ღია კონკურსი მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერიის 10 ვაკანტურ პოზიციაზე. აღნიშნულ კონკურსზე
სულ 178 განაცხადი შევიდა, რომელთაგან ზეპირი დავალების ეტაპზე 88
განაცხადი გადავიდა, ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპების
შედეგად საკონკურსო კომისისიის მიერ დადებითად შეფასდა 9 განაცხადი,
ხოლო 1 პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
2017 წლის 20 დეკემბრიდან მერიაში გამოცხადდა გამარტივებული კონკურსი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2 ვაკანტურ პოზიციაზე. აღნიშნულ
კონკურსზე სულ 59 განაცხადი შევიდა, რომელთაგან 35 გასაუბრების ეტაპზე
გადავიდა, რის შედეგადაც დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადებითად
შეფასდა 2 განაცხადი.
რადიო „მარნეული“