სიახლე
გუბერნიის მიერ გამოქვეყნებული ქვემო ქართლის საიმიჯო ვიდეორგოლი მოსახლეობის ნაწილისათვის მიუღებელია
ქვემო ქართლის გუბერნიის მიერ გამოქვეყნებულ საიმიჯო ვიდეოში, სადაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ასახული, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებმა საკუთარი თავი ვერ დაინახეს.

ერთ წუთ და 38 წამანი ვიდეო გუბერნიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქვემო ქართლის მხარე“, 5 ივლისს გამოქვეყნდა. მასში ასახულია ქვემო ქართლის ყველა რეგიონი, მართლმადიდებლური ტაძრებით, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლებით და ქვემო ქართლის სხვა ღირშესანიშნაობებით.

გუბერნიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მოსახლეობის ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მასში რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნება ასახული არ არის. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა ვიდეოს კომენტარებსა და გაზიარებებში საკუთარი პროტესტი გამოხატეს.

რაშან ზიადალიევი ერთ-ერთი მარნეულელია, რომელმაც საიმიჯო რგოლის მიმართ პროტეტსტი გამოთქვა და ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ვიდეო დისკრიმინაციული ხასიათისაა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელების კომენტარებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, ადამიანებს, რომლებიც ქვემო ქართლში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ კვლავ სტუმრებად აღიქვავენ.

გუბერნიის ფეისბუქ გვერდის ადინისტრატორმა სამთავრობო უწყების გვერდზე დაწერილი კომენტარები, რომელებიც შესაძლოა ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას უწყობდეს ხელს არ წაშალა, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მიმართა, რომ საიმიჯო რგოლები დამზადდება მომავალშიც რომლებიც უფრო მეტად მრავალფეროვანი იქნება.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან გოგოლაძემ გვითხრა, აღნიშნული ვიდეო მთელს რეგიონს ნამდვილად არ ასახავს.

რუსუდან გოგოლაძემ ასევე თქვა, რომ ამდაგვარი საიმიჯო რგოლების გადაღება მომავალშიც იგეგმება, რომელშიც რეგიონის მრავალფეროვნება სრულად იქნება წარმოდგენილი.

EMC თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს პრობლემატურად აფასებს, რადგან ის არ წარმოაჩენს ქვემო ქართლის კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.

თამთა მიქელაძის თქმით, ადმინისტრაციის განმარტება, რომ ვიდეო მხოლოდ მცირე კოლაჟს წარმოადგენდა და მომავალში სხვა საიმიჯო რგოლებიც გამოქვეყნდება, ასევე პრობლემურია, რადგან მსგავსი ტიპის მასალების მომზადება წინასწარ უნდა დაიგემოს და სახელმწიფო ვალდებულია წარმოაჩინოს კულტულური მრავალფეროვნება. EMC თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ გუბერნიამ სხვა ტიპის ვიდეოების გადაღებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო რაც აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით კრიტიკა გაჩნდა.






რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა.
15:20 / 17.11.2018
ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა.
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში
განახორციელეთ
09:17 / 17.11.2018
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო
დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
18:36 / 16.11.2018
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
16
წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე
16:27 / 16.11.2018
16 წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11
საკითხი
15:23 / 16.11.2018
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11 საკითხი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ
დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია.
15:15 / 16.11.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია.
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში
გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა
გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს
სხდომაზე გახდა ცნობილი.
14:30 / 16.11.2018
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი
ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ
ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც
მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა
გიგაურმა განაცხადა.
13:35 / 16.11.2018
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები