რეგიონებში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ
საქართველოს პრეიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, რეგიონებში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ღევანდელ სხდომაზე მიიღო .

ბახტაძის თქმით ამ სფეროში დასაქმებულებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა:

„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჯანდაცვის სერვისი მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები