"დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი" - თემურ აბაზოვის მხარდამჭერები სასამართლოს წინ
,,დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს” -ამ შინაარსის ლოზუნგებით არიან შეკრებილები რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან თემურ აბაზოვის მხარდამჭერები. ინფორმაციას ამის შესახებ TV4.ge ავრცელებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, დღეს 26 ივლისს სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ იმართება.

პროკურატურამ აბაზოვის მიმართ სისხლისსამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება მოითხოვა. სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მაგრამ პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის გამოც აბაზოვის სასამართლო სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება.

როგორც მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას თქვა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე განიხილავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს, იმასთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არა აბაზოვი პატიმროას, თუ მას გირაოს შეუფარდებენ და გაათავისუფლებენ. ადვოკატები სასამართლოს გირაოს სახით 40 000 ლარს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 13 ივნისს დააკავეს, ხოლო 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.




რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები