ახალადარჩეულ გუბერნატორს მარნეულელებთან შეხვედრა "თბილ გარემოში" ურჩევნია
ქვემო-ქართლის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლების პრობლემების გასაცნობად სოფლებში ტურნე დაიწყო.

როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე აღნიშნავს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მარნეულის მინიციპალიტეტი პირველია სადაც გუბერნატორმა ჩასვლა და მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა.

სოფელ კაჩაგანის მოსახლეობა გუბერნატორს ელოდებოდა. სოფლის ცენტრში მობილიზებულები იდგნენ.

მარნეულის ახალდარჩეული მერის თემურ აბაზოვის შეცდომის გათვალისწინებით, შეხვედრაზე ქალებიც იყვნენ მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ კაცებთან საუბრის შემდეგ გუბერნატორი ქალებსაც მიუახლოვდა და გასაუბრება სცადა. ქალებმა გუბერნატორს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს.
ზაურ ტაბატაძემ შეხვედრა რუსულ ენაზე წარმართა. შეკრებილებს გუბერნატორთან მოახლოვება შესთავაზა, რათა უფრო „თბილი“ გარემო შექმნილიყო.

“ჩამოსვლის მიზეზი არის ის რომ ახალ გუბერნატორს სურს თვენს თვალებში ჩახედვა. ახლოს გაგიცნოთ. სად გტკივათ, რა პრობლემები გაქვთ. როგორ შეიძლება რომ ერთობლივად არსებული პრობლემები მოკლე ვადებში მოვაგვაროთ მოდით ვიფიქროთ, რომ ვართ ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან“- თქვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა კაჩაგნელებთან შეხვედრისას
ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მოსაზრების გამოხატვას არავინ შეზღუდავს და ხალხს შეუძლია ისაუბროს მორიდების გარეშე.

ახალი გუბერნატორი უშუალო საუბარს და ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. ამბობს, რომ ეს არ იქნება ვიზიტი ვიზიტისთვის და თბილი მიღებისთვის მოსულებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არ იქნება მოკლევადიანი და ერთჯერადი შეხვედრა. მე ვაპირებ, რომ სულ კომუნიკაციაში ვიყო მოსახლეობასთან. კარგად ვიცნობ რეგიონს, კარგად ვიცნობ აზერბაიჯანელი ხალხის ბუნებასა და ხასიათს. თქვენ(აზერბაიჯანელები) მეგობრულები, მშრომელები ხართ.“ - თქვა გუბერნატორმა

მან ასევე მარნეულის მუნიციპლაიტეტის მერიასა და მოსახლეობას თვითმართველობის იდეის არსი შეახსენა და მოსახლეობას ჩართულობისკენ მიუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეს საკითხიც დროთა განმავლობაში მოგვარდება რაც მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის.

სოფელ კაჩაგნისა და კასუმლოს მოსახლეობამ ძირითადად სარწყავი და სასმელი წყლის, გაზის, მიწის დაკანონებისა და საბავშვო ბაღების პრობლემებზე ისაუბრეს.

"აბა შეხედეთ, ამ არხიდან შეიძლება რამის მორწყვა? უკვე დიდი ხანია რაც აქ ასეთი მდგომარეობაა. როდესაც ვურეკავთ გვეუბნებიან, რომ გაასუფთავებენ, მაგრამ არავიან არ მოსულა."
- ამბობს სოფელ კასუმლოს მკვიდრი

"7 ჰექტარი მიწა მისაკუთრებულია, არ ვიცი ვინ ქნა და ზუსტად თქვენ უნდა გაარკვიოთ თუ ვინ დაისაკუთრა, როდის დაისაკუთრა და რა მიზნით დაისაკუთრა. ჩემი ძმის მიწა აქვს მითვისებული სხვას, ერთი ჰექტარი, ჩვენ კი ვერაფერს ვერ ვაკეთებთ." - ეუბნება კაჩაგნელი კაცი გუბერნატორს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კაჩაგნისა და კასუმლოს გარდა დღეს ასევე სოფელ სადახლოში, დამია გიურარხში და ზემო და ქვემო სარალში იმყოფებოდა.

ხვალ, 4 სექტემბერს გუბერნატორი შაუმიანის, წერეთლის, თამარისის, ქურთლიარისა და დაშტაფის მოსახლეობას შეხვდება.







რადიო "მარნეული"


შენიშვნა:  სათაურში გამოყენებული სიტყვა "ახლადარჩეული" სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მიმართებაში არასწორადაა გამოყენებული, სწორი ფორმაა "ახლადდანიშნული".

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები