მარნეულელების დამოკიდებულება მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის შესახებ
მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ სუბიექტებს ძირითადად ორი სახის დამოკიდებულება აქვთ.

მოსახლეობისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკისათვის კარგ შედეგს გამოიღებს, რის გამოც ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ. ხოლო მეორე გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველო ვერ შეძლებს კულტივაცია-რეალიზაციის პროცესის ეფექტურად მართვას და მარიხუანის მოხმარება ქვეყნის შიგნთ საგრძნობლად გაიზრდება.

რადიო „მარნეული“ შეეცადა გაერკვია თუ რას ფიქრობს მარნეულის მოსახლეობა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაცია შესაძლოა ლეგალური გახდეს.

„ ნომალურად ვუყუებ ამას. ყველაფერი თავის ნორმაში უნდა იყოს რომ საქმეც კარგად გამოვიდეს.“

„მე არ მომწონს, არ ვიცი რატომ უნდა იყოს. არიხუანა ლეგალური რომ არ იყოს უფრო კარგი იქნებოდა“

„მარიხუანის წინააღმდეგ იბრძვიან და ესენი ნებას რთავენ. მაგრამ თუ სამედიცინოდ გამოიყენებენ კარგია.“

„ მე არ მომწონს ეგეთი რამეები. სიგარეტს ვეწევი, მაგრამ სხვა არაფერი არ მომწონს. მარიხუანის გამოყენებით ცუდ საქმეებს ჩადიან.“

„ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი არ არ არის. მე არ მომწონს ეს კანონპროექტი“

„ მოყვანით კი მოიყვანონ, მაგრამ ჩვენნაირ საზოგადოებაში ამის გაკონტროლება რთული იქნება. გამომდინარე იქიდან თუ როგორ აზროვნებს ჩვენი ხალხი, როგორი კულტურა გვაქვს, როგორი შეხედულებაა ამის მიმართ მე ვფიქრობ, რომ ლეგალიზაცია კი არა, პირიქით კანონი უნდა გამკაცრდეს“


მოსახლეობის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე NDI-ს გამოკითხვაც მეტყველობს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 74% მარიხუანის ლეგალიზებას მხარს არ უჭერს, 18% უჭერს მხარს, ხოლო 8%-მა ჯერ არ იცის. გამოკითხვა 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენვან მოსახლეობასთან ჩტარდა და მასში მონაწილეობა 2 409 ადამიანმა მიიღო.

მარხუანის კულტივაცია-რეალიზაციის საკითხს მართლმადიდებელი და მუსლიმური რელიგიური პირებიც აპროტესტებენ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღიად დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება მარიხუანის სამედიცინო მიზნით კულტივაცია-რესლიზაციის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი ასევე ნეგატიურად შეაფასა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიზანიც მარიხუანის მოხმარების დარეგულირებაა. ამ კანონპროექტის ნაწილია მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ კულტივაციის ლეგალიზებაც.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები