სულეიმანოვის დეკლარაციის მიხედვით, მას მხოლოდ 336 კვ.მ საცხოვრებელი სახლი აქვს
აზერ სულეიმანოვმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2018 წლის 22 მაისს განაახლა.

სულეიმანოვის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მის საკუთრებაში მხოლოდ 2000 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 336 კვ.მ საცხოვრებელი სახლია.

მარნეულელ პარლამენტარს სხვა სახის უძრავი ქონება არ გააჩნია.

მის საკუთრებაში ასევე შედის 2013 წელს 10 000 დოლარად შეძენილი Toyota Camry.

სულეიმანოვს საბანკო ანგარიშზე თანხა საერთოდ არ აქვს, მაგრამ მისი დეკლარაციის მიხედვით 8 000 დოლარს ნაღდი ფულის სახით ფლობს.

აზერ სულეიმანოვი პარლამენტარი 2016 წლის არჩევნების შემდე გახდა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები