"საქმესთან დაკავშირებით ათეულობით მოწმე უნდა დაიკითხოს და მათი ჩვენებებიდან აბაზოვის ბრალი ფიზიკურად ვერ დადასტურდება" - აბაზოვის ადვოკატი
დღეს, 20 სექტემბერს თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. დღეს მტკიცებულებები არ განუხილიათ.

თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას თქვა, რომ აბაზოვის საქმე დგად მხოლოდ და მხოლოდ საქმის მიმართ დაინტერესებული, დაზარალებულად ცნობილი, პირის ჩვენებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით ათეულობით მოწმე უნდა დაიკითხოს და მათი ჩვენებებიდან აბაზოვის ბრალი ფიზიკურად ვერ დადასტურდება.

"მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური განხილვის პირობებში, საქმის არსებითი განხილვის პროცესში, მოწმეების დაკითხვისას და ასევე მტკიცებულებების გამოკვლევის დროს როგორც სასამართლო დარწმუნდება თემურის უდანაშაულობაში, ასევე დამკვირვებელი ობიექტური საზოგადოება" - ამბობს გაგი მოსიაშვილი

აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს გაიმართება.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები