ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს საკუთრებაში მხოლოდ მანქანა აქვს
ქვემო ქართლის
გუბერნატორის-რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალს უძრავი ქონება არ
გააჩნია.
როგორც
2018 წლის 30 ივლისს გამოქვეყნებულ ზაურ დარგალის ქონებრივ
დეკლარაციაში ვკითხულობთ, მას მხოლოდ 60 000 ლარად შეძენილი
Meredes-Benz-ის ფირმის ავტომანქანა ყავს, რომელიც 2017 წელს
იყიდა.
„თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე დარგალს 3 251,04 ლარი აქვს.
მის დეკლარაციაში, მარნეულელი დეპუტატებისაგან განსხვავებით, ნაღდი
ფულადი თანხა ასახული არ არის.
რადიო "მარნეული"