ევროპული საქართველოს წევრებს სოფელ დაშტაფაში ორი წლის განმავლობაში “ეგონათ“, რომ ნაციონალური მოძრაობის წავრები იყვნენ
დღეს , 1 ოქტომბერს, პარტია  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ  "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იმავე პარტიაა. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროპული საქართველოდან, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა  გულიევ ნიზამიმ განაცხადა.

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში  საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები