იმამკულიევის აზრით, პარტია "ევროპული საქართველო" ფულის გამო დატოვეს, ენმ-ში გადასულ წევრს კი "მიშას დროის" დაბრუნება უნდა

„ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთი გაუნათლებელი პიროვნება ყოფილა ჩემს გვერდში და მიხარია, რომ ისეთი გაუნათლებელი პიროვნება, რომელმაც თურმე არ იცოდა ორი წელის განმავლობაში თუ რომელ პარტიაში იყო ჩვენს გვერდით აღარაა“ - გითხრა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა.

იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას უარყო, რომ პარტია თავის წევრებს ატყუებდა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო და თქვა, რომ აქტივისტებს სხვადასხვა პარტიები ფულს სთავაზობენ.

„ვიცი, რომ დღეს ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფულით ყიდულობენ ასეთ პიროვნებებს, ანუ ფულს პირდებიან და ცდილობენ, რომ ჩენი სიებიდან, ჩვენი პარტიის წევრობიდან ამოიყვანონ ეს ხალხი“ - ამბობს იმამკულიევი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი იმასაც იხსენებს, რომ ნიაზი გულიევმა პარტია 11 სექტემბერს დატოვა, როდესაც მარნეულში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჩამოდიოდა.

„იმ პიროვნებას თვითონ არ უთქვამს, რომ მე აღარ ვარ თქვენი პარტიის წევრი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბაქრაძის ჩამოსვლისას ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა დაურეკეს ყველა ჩვენ წევრს და უთხრეს, რომ ბაქრაძე ჩამოდის მარნეულში და ჩვენ შეხვედრას ვაწყობთ. ამ შემთხვევაში ის არ იყო მოსული და იქ ჩვენ უკვე გავიგეთ ვინ ვინ არის.“ - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით, მას ნიაზი გულიევისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის საუბრის აუდიოჩანაწერი აქვს, სადაც გულიევი ამბობს, რომ ვინც უფრო მეტ ფულს მისცემს იმის გვერდით დადგება და მისთვის ფულია მნიშვნელოვანი. იმამკულიევმა ჩვენთვის აღნიშნული აუდიოჩანაწერის მოწოდებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ისინი არა პიროვნებებს, არამედ დღევანდელ ხელისუფლებას ებრძვიან.

ნიაზი გულიევმა რადიოსთან საუბრისას იმამკულიევის ბრალდებები, თითქოსდა მან პარტია ფულის სანაცვლოდ დატოვა უარყო.

„ფულზე საუბარი რომ ყოფილიყო „ქართულ ოცნებაში“ გადავიდოდი, ოცნება ფულს კარგად იხდის. მანდ ფული რა შუაშია, ფულზე არაა საუბარი, უბრალოდ მე მინდა, რომ საქრთველოში მოვიდეს სააკაშვილი და კარგი, ძველი დროები მოვიდეს.“ - გვითხრა ნიაზი გულიევმა

გულიევი იხსენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, მას „ევროპული საქართველოს“ ოფისში უთხრეს, რომ პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და „მისი ადამიანები“ არიან. ნიაზის ორი წლის განმავლობაში ამაში ეჭვი არასდროს შეუტანია. გულიევის თქმით, მიხელ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობდა, რომ 5 მისი ნომერი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტიაა მიხვდა, რომ ატყუებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 ოქტომბერს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები