გაჯიევის თქმით, რატიანის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა მხოლოდდამხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია
19 სექტემბერს სერგო რატიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების შესახებ ისაუბრა.

400-მდე აზერბაიჯანელმა კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ქულა აიღეს, მაგრამ უნივერსიტეტებში ვერ მოხვდნენ. სერგო რატიანმა 1+4 პროგრმის შესახეაც ისაუბრა. მან თქვა, რომ განათლების სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას და მეორადი ჩარიცხვების მეშვეობით ბავშვებს სწავლის დაწყების საშვალება უნდა მისცეს.

როგორც ჩვენათან საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა რუსლან ჰაჯიევმა თქვა, რატიანის მიერ ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე გაჟღერება მხოლოდდამხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და შედეგებს ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირას გამოაცხადებენ.



რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები