„ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთი გაუნათლებელი პიროვნება ყოფილა ჩემს გვერდში" - ახმედ იმამკულიევი
„ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთი გაუნათლებელი პიროვნება ყოფილა ჩემს გვერდში და მიხარია, რომ ისეთი გაუნათლებელი პიროვნება, რომელმაც თურე არ იცოდა ორი წელის განმავლობაში თუ რომელ პარტიაში იყო ჩვენს გვერდით აღარაა“ - გითხრა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა.

იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას უარყო, რომ პარტია თავის წევრებს ატყუებდა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო და თქვა, რომ აქტივისტებს სხვადასხვა პარტიები ფულს სთავაზობენ.

„ვიცი, რომ დღეს ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფულით ყიდულობენ ასეთ პიროვნებებს, ანუ ფულს პირდებიან და ცდილობენ, რომ ჩენი სიებიდან, ჩვენი პარტიის წევრობიდან ამოიყვანონ ეს ხალხი“ - ამბობს იმამკულიევი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი იმასაც იხსენებს, რომ ნიაზი გულიევმა პარტია 11 სექტემბერს დატოვა, როდესაც მარნეულში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჩამოდიოდა.

„იმ პიროვნებას თვითონ არ უთქვამს, რომ მე აღარ ვარ თქვენი პარტიის წევრი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბაქრაძის ჩამოსვლისას ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა დაურეკეს ყველა ჩვენ წევრს და უთხრეს, რომ ბაქრაძე ჩამოდის მარნეულში და ჩვენ შეხვედრას ვაწყობთ. ამ შემთხვევაში ის არ იყო მოსული და იქ ჩვენ უკვე გავიგეთ ვინ ვინ არის.“ - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით მას ნიაზი გულიევისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის საუბრის აუდიოჩანაწერი აქვს, სადაც გულიევი ამბობს, რომ ვინც უფრო მეტ ფულს მისცემს იმის გვერდით დადგება და მისთვის ფულია მნიშვნელოვანი. იმამკულიევმა ჩვენთვის აღნიშნული აუდიოჩანაწერის მოწოდებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ისინი არა პიროვნებებს, არამედ დღევანდელ ხელისუფლებას ებრძვიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 ოქტომბერს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები