404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ორშაბათამდე გადაიდო
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებუოს სხდომა გადაიდო.

სხდომა დღეს, 5 ოქტომბერს 12:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო.

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გვითხრა, სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება ბიურომ დღეს მიიღო.

ამ მომენტისათვის საკრებულოს აპარატი შესაბამისი განცხადების გამოქვეყნებას ვერ ახერხებს, რადგან მერიის შენობაში ელექტროენერგია გათიშულია.

საკრებულოს სხდომა ორშაბათს, 8 ოქტომბერს გაიმართება. საკრებულოს აპარატის მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სხდომაზე ხუთ საკითხს განიხილავენ, რომლებიცაა:
  1. „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
    /მომხს. ნ. მთვარელიძე/
  2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის 2018 წლის 04 ოქტომბრის N4225-03 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
    /მომხს. ნ. მთვარელიძე/
  3. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს N3590-03 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
    /მომხს. გ. გიორგაძე/
  4. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N3948-03 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
    /მომხს. გ. გიორგაძე/
  5. „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
    /მომხს. რ.ტაბატძე/

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები