გაჯიევი "ენმ"-ს ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის შტაბის უფროსმა, აგილ მუსტაფაევმა 11 ოქტომბერს მარნეულის საოლქო კომისიაში წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევის ფაქტზე საჩივარი შეიტანა. თვლის, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი რუსლან გაჯიევი ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ენმ“ თვლის, რომ 10 ოქტომბერს მარნეულში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, მარნეულის მერიის თანამშრომლები და საოლქო კომისიის წევრები ესწრებოდნენ. ამის დამადასტურებელი, როგორც თავად ამბობენ, ვიდეო და ფოტო მასალაც აქვთ.

რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ იმ ვიდეომასალაში რაც მან ნახა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.



ჩვენ რუსლან გაჯიევს ამავე თემაზე 12 ოქტომბერს დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, მაშინ გაჯიევმა გვითხრა, რომ მდგომარეობის შესაფასებლად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა. 4 დღეში გაჯიევმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მარნეულში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერების ყურება ვერ მოახერხა.

საჩივარი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაშია შესული. როგორც მარნეულის საოლქო საარჩენო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ გვითხრა, საჩივრის განხილვა მისი პრეროგატივაა და ამისთვის 1 თვიანი ვადა აქვს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები