საკრებულოს სხდომის დაწყების დრო წინასაარჩევნო აგიტაციებს გამო შეიცვალა
დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 7 საკითხი იყო გატანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

თავდაპირველად საკრებულოს სხდომა 5 ოქტომბერს უნდა ჩატარებულოყო, მაგრამ მერიაში სხდომის დარბაზების სიმცირის გამო გადაიდო. როგრც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გვითხრა, სხდომის გადადების მიზეზი დევნილთა სამინისტროს მიერ მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზის დაკავება იყო. დიდ საკონფერენციო დარბაზში კი რემონტი მიმდინარეობს.

საკრებულოს სხდომა აპარატმა ორი დღით ადრე, 17 ოქტომბერს დააანონსა. პირველ ანონსში სხდომის დაწყების დროდ 12:00 საათი იყო მითითებული. საკრებულომ 18 ოქტომბერს დრო შეცვალა და 12:00 საათის ნაცვლად სხდომა 11:00 საათზე დაიწყო.

როგორც ნინო ბერიძემ გვითრა, სხდომის დაწყების დროის ცვლილება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარეობს. ვინაიდან საკრებულოს წევრები პოლიტიკური პირები არიან მათ შეუძლიათ საარჩევნო აგიტაციებში მონაწილეობის მიღება, დღეს კი საკრებულოს წევრებს ამომრჩევლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები