"აზიზ დოსტლარ ჰეარ ბირინიზი სალამლაირამ“- სალომე ზურაბიშვილის მიმართვა აზერბაიჯანელებს
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, 19 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქათველოს მოქალაქეებისთვის მიმართვა ჩაწერა .

მათ აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა და სიტყვა ქართულად განაგრძო. ვიდეოს აზერბიჯანულ ენაზე სუბტიტრები ერთვის.

საკუთარ  ვიდეო მიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა 10 ოქტომბერს, მარნეულში გამართულ შეხვედრაზე 17 წუთიანი გამოსვლის მსგავსად ყურადღება გაამახვილა ეთნიკურად აზერბიჯანელებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნებაზე და სახელმწიფო ენის სწავლის საჭიროებაზე, ასევე ორმაგ მოქალაქეობაზე.

ვიდეო მიმართვა 8:15 წუთს გრძელდება.




რამოდენიმე კვირის წინ ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის ვიდეო მიმართვა პარტია „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ ჩაწერა. სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით მან მთელი მიმართვა აზერბაიჯანულად წაიკითხა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები