ქართველი პარლამენტარები აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მარნეულელებს რესტორანში ხვდებიან
ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, გარდაბანის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, აზერბაიჯანის საელჩოსა და აზერბაიჯანის ნავთობკორპორაცია „სოკარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ .
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შეხვედრაზე ე.წ. სოფლის ახსაკალები დაპატიჟეს.

შეხვედრა სოკარის მიერ აშენებულ „ჩაის სახლის“ შენობაში, აზერბაიჯანული სამზარეულოს რეტორან „მუღამში“ მიმდინარეობს.
რატომ ხვდებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მოსახლეობის წარმომადგენლებს მეზობელ ქვეყნის აზერბაიიჯანის დიპლომატების თანდასწრებით ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია.

„ევროპული საქართველოდან“ „ ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასული საკრებულოს წევრი აზად ქარიმოვი ჩაის სახლის შენობასთან იმყოფება. პროტესტის ნიშნად აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა 2016 წელს  საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია და ამ შეხვედრით იგივე საშიშროებას ახლაც ხედავს.





რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები