მარნეულში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები ჩამოხსნეს
დღეს, 23 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები მარნეულში, რუსთაველის ქუჩიზე მდებარე მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხსნეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მათ მიერ განთავსებული ბნერები ხელისუფლების მიერ არის მოხსნილი და „ქართული ოცნებას“ გრიგოლ ვაშაძის ეშინია. სულეიმანოვი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მისი ბანერები იხსენბა და „ნაციონალურ მოძრაობას“ საარძჩევნო აგიტაციისათვის ბანერების განთავსების ნებართვას არ აძლევენ.

„თუ არსებობს საკრებულოს კანონი, მაშინ იყოს სხვა პარტიებისთვისაც. საპირფარეშოებში, უნიტაზებზე და ასფალტშიც გააკრეს თავისი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი იმის ნებართვაც არ მისცეს, რომ ხეებზე გაგვეკრა ბანერები, მაგრამ არა უშავს ჩვენ მოსახლეობის ხმით მოვიგებთ არჩევნებს“ - გვითხრა აზერ სულეიმანოვმა

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ღუდუშაურმა საარჩევნო ბანერის ჩამოხსნის მიზეზი არ გვითხრა. მან წერილობით მიმართვა გვთხოვა, რათა მერიის წარმომადგენლებმა იურიდიულად დასაბუთებული პასუხი გაგვცნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულში და საქართველოს რამოდენიმე ქალაქებში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერებზე „კკბ“ დააწერეს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები