გრიგოლ ვაშაძის ბანერების მოხსნის მიზეზს ზედამხედველობის სამსახური ვერ ასაბუთებს და წერილობით მიმართვას გვთხოვს
მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ღუდუშაურმა საარჩევნო ბანერის ჩამოხსნის მიზეზი რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს არ უთხრა. მან წერილობით მიმართვა გვთხოვა, რათა მერიის წარმომადგენლებმა იურიდიულად დასაბუთებული პასუხი გაგვცნენ.

მერიის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილით მიმართვა და შესაბამისად 10 დღიანი ლოდინი დღეს, 23 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დკავშირებით გვთხოვა.

რამდენად აქტუალური იქნეაბ არჩევნების შემდგომ მარნეულში გრიგოლ ვაშაძის ჩამოხსნილი ბანერების თემა, ამას 10 სამუშაო დღის შემდეგ გავიგებთ. მანამდე კი ჩვენთვის უცნობი რჩება თუ რის საფუძველზე ჩამოხსნა მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები მარნეულში, რუსთაველის ქუჩიზე მდებარე მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხსნეს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები