"ქართული ოცნების" დეპუტატები, სოკარის პრეზიდენტის ჩამოსვლას მარნეულში, არჩევნებს არ უკავშირებენ
დღეს, 23 ოქტომბერს, მარნეულს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია
სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდუალევი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
შეხვედრა „ჩაის სახლში“ გაიმართა და დახურული იყო.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“
მაჟორიტარ დეპუტატები: სავალან მირზოევი, რუსლან ჰაჯიევი და თამაზ
ნავერიანი. ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ
დარგალი.
შეხვედრას მარნეულის სოფლებიდან დაპატიჟებული აღსაკალები და სხვა
მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ჩაის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე როვნაგ აბდუალევს ნაციონალური
მოძრაობის წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ.
„ ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი ამტკიცებს,
რომ სოკარის პრეზიდენტის მარნეულში სტუმრობა მოახლოებულ არჩევნებს არ
უკავშირდება.
„დღეს, აქ, მარნეულში სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით
გვაქვს შეხვედრა. სოკარს სურვილი აქვს დაგვეხმაროს სხვა და სხვა
პროექტებში. ეს არის ჩვეულებრივი შეხედრა. არანაირად არ უკავშირდება
პოლიტიკას, პოლიტიკაზე საერთოდ არც გვისაუბრია“- ამბობს თამაზ
ნავერიანი
არჩევნების თემას გამორიცხავს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე
ზაურ დარგალიც და ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა სოციალური
პროექტებზე მსჯელობას უკავშირდება.
„ არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდება ეს შეხვედრა.
ჩვეულებრივად თემის ლიდერებთან გვქონდა დისკუსია. სოციალურ
პრობლემებთან და სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემების შესახებ“-
ამბობს ზაურ დარგალი
აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი აქციის
მონაწილეებსაც შეხვდა. თქვა, რომ მისი ვიზიტი პოლიტიკური არ არის და
აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში არ
ერევა.
არჩევნებამდე 5 დღე დარჩა. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჩამოსული
სამთავრობო წარმომადგენლების ვიზიტი მარნეულში დღეს, ოპოზიციის
მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა.
„ევროპული საქართველოდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასული
საკრებულოს წევრი აზად ქერიმოვი როვგან აბდულაევის ჩამოვლას მარნეულში
სწორედ წინა საარჩევნო პერიოდს უკავშირებს. ამბობს, რომ აზერბაიჯანის
მთავრობა 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია და ახლაც მსგავს
სიტუაციას ხედავს.
რადიო "მარნეული"