რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტს უარყოფს
მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებზე სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტს უარყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიშს აქვეყნებს.

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით მარნეულში ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტი გამოვლინდა.

„მარნეულში ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, რომელმაც „სამართლიან არჩევნებს“ ანონიმურობის დაცვა სთხოვა, მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს ავალებს, რომ იმუშავონ „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და არჩევნების დღეს მისი მხარდამჭერები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. პედაგოგის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.“ - წერია ანგარიშში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები