ISFED: მარნეულში სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები გამოვლინდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიშს აქვეყნებს.


„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით მარნეულში სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები გამოვლინდა.

სააგიტაციო მასალის დაზიანების შესახებ საუბრობენ პარტია „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის ფილიალის თავმჯდომარის აჰმედ იმამკულიევისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისის თავმჯდომარის აგილ მუსტაფაევის თქმით, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში განთავსებული სააგიტაციო პლაკატები ჩამოხეულია.“ - წერია ISFED-ის ანგარიშში

რადიო „მარნეული“


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები