გაჯიევმა ზუსტად არ იცის იყვნენ თუ არა მაჟორიტარული ოფისის თანამშრომლები წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული
რუსლან გაჯიევი უარყოფს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ოფისს მარნეულში იყენებს როგორც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს. გაჯიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მან ზუსტად არ იცის იყვნენ თუ არა მისი ოფისის თანამშრომლები წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული.

„შეიძლება ვინმე იყო, არ ვიცი ზუსტად. პირადად მე, როგორც პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი ვარ და მე ვიყავი შეხვედრებზე. ოფისში არანაირი შეხვედრა არაა და არ იყო, ვმუშაობთ ჩვეულებრივი რეჟიმთ. რა შეხვედრა ოფისში? პატარა ოფისია, იქ რა შეხვედრას გავმართავდით.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

მარნეულის მჟორიტარი დეპუტატის შტაბში 6 ადამიანი მუშაობს, მათ რუსლან გაჯიევისაგან განსხვავებით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. კანონით ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რსურსის, ამ შემთხვევაში რუსლან გაჯიევის მაჟორიტარული შტაბის, გამოყენება საარჩევნო აგიტაციისათვის.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით მარნულში წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის რუსლან გაჯიევის შტაბში დაფიქსირდა.

„მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, რუსლან გაჯიევი მაჟორიტარი დეპუტატის ოფისს მარნეულში იყენებს როგორც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს. მის ოფისში სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის მიზნით ტარდება შეხვედრები ახალგაზრდებთან და სხვა მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ოფისის თანამშრომლები რუსლან გაჯიევთან ერთან დადიან მარნეულის სოფლებში და მონაწილეობენ სააგიტაციო შეხვედრებში. რუსლან გაჯიევის ბიუროში მუშაობს 6 ადამიანი.“ - წერია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები