არჩევნები 2018: 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ
პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც
დღეს, 28 ოქტომბერს იმართება, სულ 25 კანდიდატი მონაწილეობს.
საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) გაიხსნა დილის 8 საათიდან და ამომრჩევლებს ხმის მიცემა
შეეძლებათ 20 საათამდე
. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები
პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის
შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
ნახეთ ვის შორის უნდა გააკეთონ არჩევანი ამომრჩევლებმა 2018 წლის 28
ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში:
#1 მიხეილ ანთაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
# 2 დავით ბაქრაძე -ევროპული საქართველო – მოძრაობა
თავისუფლებისთვის
# 4 ვახტანგ გაბუნია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
#5 გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
#10 შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია
#13 ზვიად მეხატიშვილი – საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული
პარტია
#17 გიორგი ლილუაშვილი – “საქართველო”
#18 აკაკი ასათიანი – ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
# 21 კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო
# 22 ოთარ მეუნარგია – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
# 23 ირაკლი გორგაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
# 25 დავით უსუფაშვილი – თავისუფალი დემოკრატები
# 27 ზვიადი ბაღდავაძე – სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო
# 28 მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე
# 30 ზვიად იაშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
# 31 თამარი ცხორაგაული -თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა
# 35 გელა ხუციშვილი -საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა
პოლიტიკური მოძრაობა
# 36 ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი
# 40 ლევან ჩხეიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
# 48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი [მხარს უჭერს “ქართული
ოცნება]
# 49 ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი
# 51 გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი
# 58 კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი
# 62 ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი
# 65 თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი
მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია.
პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია
რეგისტრირებული.