12 საათის მონაცემებით, მარნეულში 13 846-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩვანი
12 საათის მონაცემებით, მარნეულის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 13 846- მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ გვითხრა. მისვე თქმით, საარჩევნო უბნებიდან სულ 9 საჩივარი შვიდა. 

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია რეგისტრირებული.

მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია. პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები