"ქართული ოცნების" ეგზიტპოლის შედეგებით ზურაბიშვილი 52,3% იმარჯვებს
ცნობილი გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომპანია “ფსიქოპროექტის” მიერ “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებილი ეგზიტპოლის შედეგები .

“ქართული ოცნების ეგზიტპოლით”, პრეზიდენტობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 52.3%;
გრიგოლ ვაშაძე – 28.1%;
დავით ბაქრაძე – 9.2%;
სხვა კანდიდატები – 10.4

“ფსიქოპროექტი” არის ზურაბ ბიგვავას მიერ დაფუძნებული კვლევითი კომპანია. თავად ბიგვავა კი უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

რადიკალურად განსხავებულია რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, აუცილებლად უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები