საპრეზიდენტო არჩევნების
მეორე ტური სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება
.
„
ინტერპრესნიუსის“
ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების
მეორე ტურის თარიღად სწორედ 2 დეკემბერს განიხილავს,
რომელიც მეორე ტურის ჩატარებისთვის კანონმდებლობით
გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო.
როგორც ცნობილია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები
28 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტობის ვერცერთმა
კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტის დაგროვება ვერ შეძლო, რის
გამოც მეორე ტური დაინიშნა.
მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ
მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე
დაუპირისპირდებიან.