ბიძინა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა VIDEO
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ მას ესმის ხალხის გულისტკივილისა და იმედგაცრუების .

ივანიშვილის თქმით, თუ “ქართულმა ოცნებამ” ხალხისთვის ვერ ივარგა, ის პირველი წავა “ოცნების” წინააღმდეგ. მან ოპონენტები დაადანაშაულა “სიცრუის კამპანიის” წარმოებაში და ასევე, ტყუილით გაჯერებული დაპირებების გაცემაში.

ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, საქართველოს “არასდროს ჰქონია განვითარების ასეთი სტაბილური წლები”, თუმცა მთავარ გამოწვევად სიდუხჭირე რჩება.

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს როგორც პენსიებისა და დევნილების შემწეობების გაცემის საკითხი, ისე – საკადრო პოლიტიკა და უფრო მეტი შანსი მიეცეთ ახალგაზრდებს.

“მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია ახლა, ქვეყნის ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ხელისუფლებაზე დასჯის სურვილით, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მომავალი არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2012-ში”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.











წყარო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები