„ეს იყო ოფიციალური პოზიცია, დეტალებისთვის შევხვდეთ და ვრცლად გეტყვით“ - რუსლან გაჯიევი მარნეულელების საჭიროებებზე
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი ხვალ, 6 ნოემბერს მარნეულის მოსახლეობის პრობლემებს გაგვაცნობს.

რადიო „მარნეული “ მას შემდეგ დაუკავშირდა გაჯიევს კითხვით, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვა გაავრცელა, სადაც ისაუბრა, რომ მას ესმის ხალხის გულისტკივილისა და იმედგაცრუების.

რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ მარნეულელების აზრი და საჭიროებები თავადაც კარგად იცის , თუმცა ოფიციალური კომენტარისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და ინტერვიუზე ხვალ დაგვიბარა.

„ ეს იყო ოფიციალური პოზიცია, დეტალებისთვის შევხვდეთ და ვრცლად გეტყვით“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები