ზაქარეიშვილი: რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში ვითარებას სრულად უშიშროების სამსახური აკონტროლებს
როცა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი
ღარიბაშვილი იყვნენ პრემიერ-მინისტრები
, ნამდვილად თანამშრომლობდნენ და მართლა მომყვებოდნენ, გულწრფელად
მედგნენ გვერდში, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის დროს ჩემთან
მიმართებაში ყველაფერი ჩამოიშალა, - ამის შესახებ შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა
პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
განაცხადა.
გარდა ამისა, მის თქმით, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში ვითარებას
სრულად უშიშროების სამსახური აკონტროლებს და არა ბიძინა ივანიშვილი.
ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ „ქვეყანა აქამდე „ქართულმა ოცნებამ“
მიყვანა“.
„მე არ ვარ განაწყენებული, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მთავრობაში
ვიყავი და ბედნიერი ვარ, რომ მთავრობიდან წამოვედი, იმიტომ, რომ მე
ვნახე, იქ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩემს სფეროში მაინც,
კონფლიქტების მოგვარებაში, რელიგიურ უმცირესობაში, ეთნიკურ
უმცირესობებში სიტუაციას სრულიად უშიშროება აკონტროლებს და მე იქ
ადგილს ტყუილად ვიკავებდი. ხელფასიც ცოტა იყო და ძალიან კმაყოფილი
ვარ, რომ წამოვედი. ძალიან კარგია, რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ამ
სფეროებში დიდი ხანი არ ეშველება ქვეყანას. წამოვედი და ამიტომ
არავისზე არ ვარ განაწყენებული. მადლობელი ვარ, რომ ყველაფერი ვნახე
და ჩემში სიმშვიდემ დაისადგურა.
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანას აკონტროლებს არა ბიძინა
ივანიშვილი, არამედ უშიშროება. რა თქმა უნდა, ივანიშვილი მოქმედებს.
როცა ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყვნენ პრემიერ-მინისტრები, ნადვილად
თანამშრომლობდნენ და მართლა მომყვებოდნენ, გულწრფელად მედგნენ
გვერდში, მაგრამ კვირიკაშვილის დროს ჩემთან მიმართებაში ყველაფერი
ჩამოიშალა. ანუ მივხვდი, რომ არაფერი გამომდიოდა, ამას მივხვდი
კვირიკაშვილის დროს. ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პრემიერობის დროს
მათთან მივდიოდი, ვწუხდით, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მოდი
ითანამშრომლეთ, ასე არ გამოვა მუშაობა. ძალიან ღრმა თემაა, ამაზე
დაწერას ვაპირებ, მაგრამ აქამდე „ქართულმა ოცნებამ“ მიიყვანა, მათ
მართვა არ შეუძლიათ. უშიშროებასა და სხვა სტუქტურაში, ყველგან სხედან
„ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი და ეს არის პრობლემა“, - განაცხადა
პაატა ზაქარეიშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი